суббота, 16 июля 2011 г.

პროექტის სახელი–ილია ჭავჭავაძე

1.პროექტის სახელი–ილია ჭავჭავაძე
2.პროექტის მოკლე აღწერა–მოსწავლეები გაეცნობიან მწერლის ცხოვრებას და შემოქმედებას.
3.პროექტის სრული აღწერა–მოსწავლეები გაეცნობიან მწერლის ცხოვრებას და შემოქმედებას. მოიძიებენ ფოტო–სურათებს და დოკუმენტურ მასალას მისი ბიოგრაფიიდან. მოაწყობენ ექსკურსიებს ყვარელსა და საგურამოში,სადაც გადაიღებენ ფოტო–სურათებს და ჩაატარებენ კვლევით სამუშაოებს მისი ბიოგრაფიის დღემდე უცნობი მომენტების გასაცნობათ.გამოკვეთენ მწერლის გავლენასა და როლს ერისა და ხალხის წინაშე,იმსჯელებენ მის მხატვრულ ნაწარმოებებზე.სკოლის ფოიეში მოაწყობენ ფოტო–გამოფენას.
4.მონაწილეთა ასაკი–13–14წელი.
5.ვადები,ხანგრძლივობა–4 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები–დამხმარე ლიტერატურის მოძიება ინტერნეტით,მოძიებულ მასალასთან დაკავშირებით დისკუსიის გამართვა. ვიქტორინის მოწყობა, პრეზენტაცია.
7.მოსალოდნელი შედეგები–მოსწავლეებმა შეიძლება გააკეთონ ფოტოალბომები, ჩანახატები, ხელნაწერები, მოთხრობების კრებული. მათ გამოუმუშავდებათ დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, მასალის კომპიუტერულად დამუშავების, ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევები. გაეცნობინ მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.
8.სასარგებლო სხვებისთვის–მოსწავლეები სკოლაში მოაწყობენ თავიანთი ნამუშევრების გამოფენას თემაზე:"ჩვენ ვიცნობთ ილია ჭავჭავაძეს". მოამზადებენ პრეზენტაციას მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე. თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით გააცნობენ საკუთარ პროექტს. ამ მასალებით მნახველები უფრო შეიყვარებენ ილია ჭავჭავაძეს, პატივს სცემენ, გაუფრთხილდებიან და თაობებს გადასცემენ ილიას სახელს და მემკვიდრეობას.
9.სამუშაო ენა–ქართული.
10.კავშირი საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
აღნიშნული პროექტისთვის ჩატარებული მუშაობა განუვითარებს მოსწავლეებს ძირითად უნარებს,საუბრის,წერის,კითხვის კულტურას.ასწავლის ლიტერატურული მოთხრობების მიმოხილვას.
საგნობრივი კავშირი ქართულ ენასა და ისტორიასთან.
11.პროექტის ფასილიტატორი–ნელი ღვედაშვილი
12.ელექტრონული ფოსტის მისამართი–neligvedashvili@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий